ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ
ანტიკორუფციული ჰაბი (შემდგომში - ჰაბი) წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების გაერთიანებას. ჰაბი დაფუძნებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI ) მიერ, რომელსაც აქვს კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისხელშეწყობის მიმართულებით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
ანტიკორუფციული ჰაბის მიზანია:
ხელი შეუწყოს კორუფციასთან ბრძოლას სამოქალაქო აქტივიზმის, ანალიტიკური და კვლევითი სამუშაოების, და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის გზით;
შექმნას კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ქსელი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი;
განავითაროს, კორუფციისა და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად, მოქალაქეთა ცოდნისა და უნარების გამაძლიერებელი საგანმანათლებლო პროგრამები;
ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ზრდას კორუფციასთან და მის შესაძლო გამოვლინებებთან დაკავშირებით;
ხელი შეუწყოს, კორუფციასთან საბრძოლველად, გამჭვირვალობისა და ღიაობის დანერგვას სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში - განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის, ინფორმაციის საჯაროობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გზით;
მხარი დაუჭიროს ჰაბის წევრებს კორუფციის წინააღმდეგ ანალიტიკური ნაშრომების გამოქვეყნებასა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
გამოაცხადოს ღია კონკურსი მცირე გრანტების გასაცემად როგორც ჰაბის წევრებისთვის, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის
იზრუნოს საერთაშორისო კავშირების დამყარებაზე და ჰაბის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე.
ანტიკორუფციულ ჰაბში გაწევრიანება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც გამოხატავს გაწევრების სურვილს და დაასაბუთებს იმ პოზიტიურ შედეგს, რასაც ჰაბი მიიღებს ასეთი პირის გაწევრიანების შედეგად. ჰაბში გაწევრიანების მსურველებმა, ვებ-გვერდზე რეგისტრაციასთან ერთად, უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი.