Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

გაზაფხულის სემესტრი ბაკალავრიატის საფეხურისთვის ლევან ნატროშვილმა გახსნა

გაზაფხულის სემესტრი ბაკალავრიატის საფეხურისთვის ლევან ნატროშვილმა გახსნა

14 მარტი 2023

 

2023 წლის 14 მარტს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი ბაკალავრიატის საფეხურისთვის გახსნა - ლევან ნატროშვილმა, საგნით - კორუფცია, ფული და პოლიტიკა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა პოლიტიკური კორუფციის არსისა და სახეების, პოლიტიკაში კორუფციის რისკების იდენტიფიცირების, ასევე, სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროში კორუფციის არსებობისა და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. აღნიშნული კურსი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: პოლიტიკური კორუფციის არსი და სახეები; პოლიტიკური ფინანსები; არჩევნები, საჯარო რესურსები და ამომრჩევლის მოსყიდვა; პოლიტიკური ლობიზმი; ღია მონაცემები თუ საჯარო ინფორმაცია - ცნებები, განსხვავებები, დანიშნულება; ღია მონაცემებისა და საჯარო ინფორმაციის მეშვეობით კორუფციის რისკების იდენტიფიცირება პოლიტიკაში.

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტისმდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველადფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ, პროექტის - ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

ფოტო გალერეა