ლექტორი

გიორგი ჩხეიძე

მოწვეული ლექტორი
გიორგი ჩხეიძე არის ადამიანის უფლებათა იურისტი, ადამიანი უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (LLM). გიორგი არის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID-PROLOG) პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე. 2009 წელს გიორგი ჩხეიძე გახლდათ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; მანამდე იგი გახლდათ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. გიორგი ჩხეიძემ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურა დაამთავრა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში (ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი). გიორგი ჩხეიძე მონაწილეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფში.