ონლაინ ჟურნალი უკან დაბრუნება

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

22 ნოემბერი 2022

22 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა - ლევან ავალიშვილმა, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის ჯგუფისთვის ჩაატარა ლექცია ინფორმაციის თავისუფლებაზე.

 

ლევანი კურსის მონაწილეებს ესაუბრა საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობაზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საქართველოში დამკვიდრებულ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმებზე. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რომლის დროსაც განხილულ იქნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკული მაგალითები. ლევანმა სტუდენტებთან ერთად ლექციის მსვლელობისას აქტიურად განიხილა თუ რა სახის გამოწვევების წინაშე შესაძლოა იდგეს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლება.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

სამი წლის განმავლობაში პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში. ხოლო ახლა პროგრამა ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ, ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.