სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ანტიკორუფციული პოლიტიკის ცოდნა კორუფციის რისკების მართვისა და საჯარო და კერძო უწყებებში კორფუციის პრევენციის თვალსაზრისით, გააცნოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბძოლისა და მხილების საერთაშორისო სტანდარტები, და აღჭურვოს კორუფციის რისკების მართვის თანამედროვე უნარებით.
სასწავლო კურსი შეისწავლის ისეთ საკითხებს როგორიცაა: ანტიკორუფციული პოლიტიკის საერთაშორისო ჩარჩო - ძირითადი პრინციპები საჯარო და კერძო სექტორისათვის; ადამიანური რესურსების მართვა და ანაზღაურება, ეთიკის სტანდარტები და ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში; ორგანიზაციული კულტურა და მესიჯი მენეჯმენტისაგან კერძო სექტორში, კორუფციის რისკების მართვა, ფინანსური კონტროლის მექანიზმები, საჩუქრები და მასპინძლობის დანახარჯები, საქველმოქმედო შენატანები/სპონსორობა, შესყიდვები და მომწოდებლებთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსების მართვა; კორუფციის რისკების მართვა სახელმწიფო საწარმოებში; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა; შესაბამისობისა და რისკების მართვის ოფიცერი; ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო, კერძო და არაკომერციულ იურიდიულ პირებში (FATF-ის რეკომენდაციები); მხილების არსი და მნიშვნელობა; მხილების ფარგლები; ბალანსი საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფოსადმი ერთგულების ვალდებულებას შორის; მამხილებლის და მასთან გათანაბრებული პირის დაცვის გარანტიები; განსხვავება მხილებასა და ინფორმაციის გაჟონვას შორის; მამხილებლის ანონიმურობის დაცვა; კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა; ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობა; ჟურნალისტური ეთიკის წესები; მედია ორგანიზაციაში ჩხრეკის შეზღუდვა.
ამჟამად, სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის.