Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

საგანმანათლებლო პროგრამები

   

კარგი მმართველობა და კორუფცია

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა კორუფციის ცნების, მისი შემსწავლელი მეცნიერებების, კორუფციის საზოგადოებრივი აღქმის და მისი მარეგულირებელი ნორმებისა და კორუფციისა და მისი გამომწვევი მიზეზების კარგ მმართველობასთან კავშირის შესახებ.

სასწავლო კურსი შეისწავლის ისეთ საკითხებს როგორიცაა: კორუფციის ცნება; კორუფციის საზოგადოებრივი აღქმა; კორუფციის მარეგულირებელი ნორმები საქართველოს კანონმდებლობაში; ღია მმართველობის პარტნიორობა და სხვა საერთაშორისო პლატფორმები; გენდერი და კორუფცია; ელექტრონული მმართველობა, დეცენტრალიზაცია და ანგარიშვალდებულება; ინფორმაციის თავისუფლება და პროაქტიული გამოქვეყნება;  საჯარო რესურსები და საზოგადოებრივი სიკეთის ცნება;  სახელმწიფო შესყიდვები; კორუფცია მოპოვებითი მრეწველობის სექტორში.

ამჟამად, სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის.