სიახლეები
სიახლეების გვერდი
სიახლეები
24 სექტემბერი 2024
IDFI-მ ახალგაზრდებისთვის კარგი მმართველობის სკოლა გამართა
სიახლეები
31 ივლისი 2024
IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა
სიახლეები
29 ივლისი 2024
IDFI-მ დეოლიგარქიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსია ჩაატარა
ხშირად დასმული კითხვები
თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ [email protected]
დაგვიკავშირდით
მუდმივად ვცდილობთ საინტერესო შესაძლებლობები შევთავაზოთ პროგრამის მონაწილეებს: ანალიტიკური სტატიების კონკურსები, სტიპენდიები, სტაჟირების შესაძლებლობა ჩვენს ორგანიზაციაში და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კურსის გავლის შემდეგ გვითანამშრომლია ჩვენს კურსდამთავრებულებთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ასევე, კურსის დასრულების შემდეგ დასაქმებულან ჩვენს ორგანიზაციაში.
დიახ. პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამავდროულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად.
როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ჯამში ორ საგანს. თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (15 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი აკადემიური სემესტრი - 30 სასწავლო კვირა.
ახალ კურსზე მიღება იწყება ილიას უნივერსიტეტის აკადემიური წლის დასაწყისში. როგორც წესი, ახალი ნაკადის მონაწილეების მისაღებად კონკურსი ცხადდება ყოველი წლის აგვისტოში. სწავლა იწყება შესაბამისი წლის სექტემბერში.
პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა თავდაპირველად 2019 წელს შეიქმნა, რომელიც მოიცავდა 8 თემატურ მოდულს. მოგვიანებით ეს მოდულები გადაკეთდა 4 აკადემიურ კურსად და ინტეგრირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმების ნაწილად. პროგრამა მოიცავს 2 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო საფეხურის საგანს:
- კარგი მმართველობა და კორუფცია (საბაკალავრო საფეხური, შემოდგომის სემესტრი)
- კორუფცია და პოლიტიკა (საბაკალავრო საფეხური, გაზაფხულის სემესტრი)
- ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (სამაგისტრო საფეხური, შემოდგომის სემესტრი)
- კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (სამაგისტრო საფეხური, გაზაფხულის სემესტრი)